დიპლომის აღიარება საბერძნეთში
თუ ცხოვრობთ საბერძნეთში ლეგალურად, თუ გაქვთ მიღებული თქვენს სამშობლოში პროფესიული განათლება, თუ გაქვთ დამთავრებული ნებისმიერი კოლეჯი ან სასწავლებელი და გსურთ რომ იმუშაოთ თქვენი პროფესიით ან გსურთ რომ განაგრძოთ სწავლა უნივერსიტეტში, ჩვენი საადვოკატო ბიურო გაგიწევთ მომსახურეობას საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების და დიპლომების აღიარების პროცესზე.
თქვენი პროფესიული სწავლის აღიარების შემდეგ გეძლევათ შესაძლებლობა იმოღვაწეოთ საბერძნეთშიც თქვენი პროფესიით.
ბინადრობის ნებართვების და ლურჯი ცნობების ავტომატიური ელექტრონული გადავადება
გაცნობებთ რომ მიგრაციის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილებით COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავების ღონისძიებების ფარგლებში, ვირუსის გავრცელების შეზღუდვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ბინადრობის ნებართვები და ლურჯი ცნობები ისევ ავტომატიურად გადავადდა კიდევ ერთხელ.
კონკრეტულად:
ბინადრობის ნებართვებს (ადია დიამონის) და ლურჯ ვევეოსებს (ბლე ვევეოსის) რომლებსაც ვადა გაუვიდათ 01/01/2020-დან 31/07/2020-მდე ძალაშია (გადავადებულია) 31/03/2021-მდე.
ბინადრობის ნებართვებს (ადია დიამონის) და ლურჯ ვევეოსებს (ბლე ვევეოსის) რომლებსაც ვადა გაუვიდათ ან გაუვათ 01/08/2020-დან 31/03/2021-მდე ძალაშია (გადავადებულია) 8 თვით. (ვადის გასვლის თარიღი + 8 თვე)
ევროკავშირში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების ძირითადი უფლებები
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული კანონი ავალდებულებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, პატივი სცენ იმ ადამიანის უფლებებს, რომლებიც იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე, მათ შორის, არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს.
ბინადრობის ნებართვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო
4251/2014 კანონის მე -19 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უწყვეტლივ ბოლო 7 წლის მანძილზე ცხოვრობენ საბერძნეთში, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი, ბინადრობის ნებართვის ასაღებად, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო.
მოქმედებაში მყოფი ბინადრობის ნებართვებისა და საბუთების შეტანის დამადასტურებელი ცნობების (ვევეოსების) გადავადება და განაცხადების შეტანა, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო (7 წლიანები) მხოლოდ ელექტრონული გზით.
საიმიგრაციო და თავშესაფრის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე ავტომატურად გადავადებულია ბინადრობის ნებართვები და საბუთების შეტანის დამდასტურებელი ცნობები (ვევეოსები), რომლებიც:
ბინადრობის ნებართვის კატეგორიები
მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოსულია კონკრეტული კატეგორიის ვიზით, უფლება აქვს, მოითხოვოს ამ ვიზის შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
ბინადრობის ნებართვის კატეგორიებია: