მოქმედებაში მყოფი ბინადრობის ნებართვებისა და საბუთების შეტანის დამადასტურებელი ცნობების (ვევეოსების) გადავადება და განაცხადების შეტანა, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო (7 წლიანები) მხოლოდ ელექტრონული გზით.
საიმიგრაციო და თავშესაფრის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე ავტომატურად გადავადებულია ბინადრობის ნებართვები და საბუთების შეტანის დამდასტურებელი ცნობები (ვევეოსები), რომლებიც:
1) ავტომატურად გადავადებული იყო 2021 წლის 31 მარტამდე და ვადა გასდიოდათ 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 ივლისამდე.
2) ავტომატურად გადავადებული იყო +8 თვის მანძილზე და ვადა გასდიოდათ 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 31 მარტამდე.
3) ვადა გაუვათ 2021 წლის 1 აპილიდან 2021 წლის 30 დეკემბრამდე.
ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ ბინადრობის ნებართვების აღება, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, განაცხადები უნდა შეიტანონ მხოლოდ და მხოლოდ ფიცრული ანუ ელექტრონული გზით და აღნიშნული პროცესი დაიწყება 2021 წლის 15 აპრილიდან. აღნიშნული ეხება მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამტკიცებენ საბერძნეთში ცხოვრების ბოლო 7 წელს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე
210 3008939 ორშაბათიდან პარასკევამდე 11:00-დან 19:00-მდე

მისამართი: ტრიტი სეპტემვრიუს 76, პლატია ვიქტორია