ევროკავშირში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების ძირითადი უფლებები
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული კანონი ავალდებულებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, პატივი სცენ იმ ადამიანის უფლებებს, რომლებიც იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე, მათ შორის, არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არ არიან ვალდებულნი სოციალური შეღავათები გაუწიონ არალეგალ იმიგრანტებს, ისინი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ არალეგალ იმიგრანტთა ძირითადი ადამიანური უფლებების დაცვა.
ეს უფლებები მოიცავს აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე წვდომას: გამოკვლევას ექიმის მიერ, მედიკამენტების მიწოდებას, ასევე, იმ ადამიანთა სამედიცინო მომსახურებას, რომლებიც მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნებიან, მაგალითად: ფეხმძიმე ქალები და ბავშვები.
გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე მუხლისა და გაეროს კონვენციის 12-ე მუხლის თანახმად, ფეხმძიმე ქალებს უნდა ჰქონდეთ უფასო წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ფეხმძიმობის ყველა ეტაპზე. ხოლო ბავშვები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის ვაქცინაციით.
ასევე კიდევ ერთი ბავშვთა ძირითადი უფლება, რომელსაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ, არის დაწყებითი განათლების მიღება. არალეგალურად მყოფ ბავშვებს უფლება აქვთ მიიღონ დაწყებითი განათლება, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე ბავშვებს.
და ბოლოს, ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს აქვთ მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც უკავშირდება წვდომას მართლმსაჯულების მექანიზმებზე. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შეიტანონ საჩივრები იმ შემთხვევებში, როდესაც ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები. მაგალითად, შეურაცხყოფა და არასათანადო კომპენსაციის გადახდა/ან ხელფასის გადაუხდელობა სამსახურში, რადგან არალეგალი იმიგრანტები, ამ მხრივ, ძირითადად დაუცველები არიან ხოლმე ( განსაკუთრებით ის არალეგალი იმიგრანტები, რომლებიც მუშაობენ ოჯახებში). ამასთანავე, არალეგალ პირს აქვს უფლება, მიმართოს მართლმსაჯულების სისტემას, თუკი საკუთარ სამსახურში უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდება და მიადგება ფიზიკური ზიანი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 210 3008939 ორშაბათიდან პარასკევამდე 11:00-დან 19:00-მდე ან მოგვწერეთ მესიჯი პირადში