ბინადრობის ნებართვების და ლურჯი ცნობების ავტომატიური ელექტრონული გადავადება

გაცნობებთ რომ მიგრაციის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილებით COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავების ღონისძიებების ფარგლებში, ვირუსის გავრცელების შეზღუდვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ბინადრობის ნებართვები და ლურჯი ცნობები ისევ ავტომატიურად გადავადდა კიდევ ერთხელ.
კონკრეტულად:
ბინადრობის ნებართვებს (ადია დიამონის) და ლურჯ ვევეოსებს (ბლე ვევეოსის) რომლებსაც ვადა გაუვიდათ 01/01/2020-დან 31/07/2020-მდე ძალაშია (გადავადებულია) 31/03/2021-მდე.
ბინადრობის ნებართვებს (ადია დიამონის) და ლურჯ ვევეოსებს (ბლე ვევეოსის) რომლებსაც ვადა გაუვიდათ ან გაუვათ 01/08/2020-დან 31/03/2021-მდე ძალაშია (გადავადებულია) 8 თვით. (ვადის გასვლის თარიღი + 8 თვე)

30/12/2020-დან მიგრაციის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების თანახმად შესაძლებელია საბუთების ავტომატიურად გადავადების შესაბამისი ცნობის ელექტრონულად მიღება.
ჩვენი ოფისის მომხმარებლები 04/01/2021-დან ჩვენგან მიიღებთ ინფორმაციას და რა თქმა უნდა შესაბამის ცნობასაც სრულიად უფასოდ.
დამატებითი ინფორმაციისთვის 04/01/2021-დან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 210 3008939 ორშაბათიდან პარასკევამდე 11:00-დან 19:00-მდე.