ბინადრობის ნებართვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო

4251/2014 კანონის მე -19 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უწყვეტლივ ბოლო 7 წლის მანძილზე ცხოვრობენ საბერძნეთში, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი, ბინადრობის ნებართვის ასაღებად, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო.

ბინადრობის აღნიშნული კატეგორიის ნებართვა დიდ პრობლემად იქცა დეცენტრალიზებულ ადმინისტრაციის სამსახურებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ შედის ძალიან დიდი რაოდენობით განცხადებები, ხოლო პერსონალი არ არის საკმარისი, ამ ყველაფერთან გასამკლავებლად. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წლობითაც კი უწევთ ლოდინი რათა მიიღონ განცხადების შეტანის თარიღი.
რა თქმა უნდა, აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მთავრობამ კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ კარანტინი დააწესა, ამიტომ გაუქმდა ის ვიზიტებიც, რომლებიც აქამდე იყო დანიშნული და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებაზე წვდომა, ფაქტობრივად, 1 წლის მანძილზე შეუწყდათ.
აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორების მცდელობა იყო 2021 წლის 19 ნოემბერს, როდესაც საიმიგრაციო პოლიტიკის გენერალურმა სამდივნომ გამოაცხადა, რომ დეცენტრალიზებულ ადმინისტრაციის სამსახურებს უნდა მიეღოთ საჭირო ზომები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურდათ ლეგალიზაცია, შესძლებოდათ დაენიშნათ ვიზიტები, საბუთების შესატანად, აღნიშნული კანონის ფარგლებში.
მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზებულ ადმინისტრაციის სამსახურებმა განაცხადეს, რომ ვიზიტის მომთხოვნი პირები პასუხს მიიღებდნენ განაცხადის შეტანიდან 2 კვირაში, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, რომ სისტემის გახსნის დღიდან (21/01/2021) მიღებული ყველა განაცხადის იდენტიფიცირება მომხდარიყო.
აღნიშნული სიტუაციის გამოსასწორებლად, საჭიროა მოთხოვნების ელექტრონული წარდგენა, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, ამ პროცესის დაწყება კი უახლოეს მომავალში იგეგმება.
ამრიგად, ვინც ფიქრობთ, რომ გეკუთვნით ბინადრობის აღნიშნული კატეგორიის ნებართვა, მოამზადეთ თქვენი საბუთები ან დაუკავშირდით პირად ადვოკატს.
ჩვენი ოფისის მომხმარებლებს არ სჭირდებათ დამატებითი ზომების მიღება, ვინაიდან ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდენთ რეაგირებას, ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება განაცხადის შეტანის ფორმას კომპეტენტურ ორგანოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე ☎ 210 3008939 ორშაბათიდან პარასკევამდე 11:00-დან 19:00-მდე ან მოგვწერეთ მესიჯი ? პირადში