უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები პოლიციისგან შემოწმებისას

1. რა უფლებები მაქვს, თუ ქუჩაში პოლიციამ შემოწმების მიზნით გამაჩერა?

პირველ რიგში, გაქვთ უფლება, რომ ოფიცრისგან მოითხოვოთ სპეციალური პოლიციის პირადობის მოწმობა და დარწმუნდეთ, რომ შემოწმებას ნამდვილად პოლიციელი ატარებს.
თუ მანდილოსანი ბრძანდებით უფლება გაქვთ უარი განაცხადოთ ფიზიკურ შემოწმებაზე, თუ მას მანდილოსანი პოლიციელი არ ატარებს.
თუ პოლიელები უხეშად მოგმართავენ ან სასტიკად გეპყრობიან, გაქვთ უფლება განაცხადოთ ფაქტის შესახებ, ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა თუ ყურადღებას მიაქცევდით სპეციალურ ნომერს, რომელსაც ატარებენ ოფიცრები თავიანთ უნიფორმაზე (მხარზე).
2. აქვს თუ არა პოლიციელს უფლება, მომთხოვოს საბერძნეთში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა?
დიახ, პოლიციელს აქვს უფლება მოითხოვოს თქვენგან პასპორტი, ასევე, საბერძნეთში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინადრობის ნებართვა, თავშესაფრის მაძიებლის ბარათი და ა.შ.) იმისთვის, რომ გადამოწმდეს თქვენი მონაცემები და დადასტურდეს თქვენი საბერძნეთის ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნა.
3. რა მოხდება, თუ შემოწმებისთვის გამაჩერებენ და არ ვფლობ არანაირ დოკუმენტს? (ვარ არალეგალი)
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლეგალურად ცხოვრობთ საბერძნეთში, პოლიციელს აქვს უფლება, გადაგიყვანოთ პოლიციის უახლოეს განყოფილებაში, დამატებითი შემოწმებისთვის (დაკავების ორდერი, სისხლის სამართლის საქმის განჩინება და ა.შ.)
იმ შემთხვევაში, თუ პოლიციამ დაადგინა, რომ საბერძნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ/არალეგალურად იმყოფებით, ის ვალდებულია, რომ გადაგიყვანოთ პოლიციის უახლოეს განყოფილებაში და შეატყობინოს უცხოელ ემიგრანტთა კომპეტენტურ ორგანოს დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ.
4. რა შეიძლება გავაკეთო, თუ ვიმყოფები პოლიციის განყოფილებაში და არ მაქვს არანაირი დოკუმენტები?
პოლიციის ყველა განყოფილება უცხოელის დაკავების შემდეგ ატყობინებს უცხოელთა/ემიგრანტთა კომპეტენტურ განყოფილებას და იმ მომენტიდან ყველა საკითხზე, რომელიც ეხება თქვენს დაკავებას, პასუხისმგებელია უცხოელთა განყოფილება. (ალოდაპონ)
პოლიციის განყოფილებიდან, სადაც დაკავებული ხართ, გაქვთ უფლება დაუკავშირდეთ თქვენს ადვოკატს ან თქვენს ახლობლებს.
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პოლიტიკური თავშესაფარი ან გააპროტესტოთ/გაასაჩივროთ დაკავება 48 საათის განმავლობაში.
თუ გაიცა თქვენი დეპორტაციის ბრძანება, შეგიძლიათ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სასამართლოში.
და ბოლოს, თუკი თქვენი საჩივარი, დაკავებასთან დაკავშირებით, უარყოფილ იქნა, შეგიძლიათ ამავე საჩივრით მიმართოთ სასამართლოს.
5. ჩემი გასაჩივრება დაკმაყოფილდა რა შემიძლია გავაკეთო, რომ არ დავბრუნდე სამშობლოში მაგრამ თავიდან ავიცილო ახალი დაკავება?
თუკი პოლიცია ან სასამართლო აკმაყოფილებს თქვენს საჩივარს, გათავისუფლებენ იმ პირობით, რომ საბერძნეთის ტერიტორიას დატოვებთ 30 დღის განმავლობაში, ნებაყოფლობით.
თუ საბერძნეთის ტერიტორიას მოცემულ ვადებში არ დატოვებთ, ქვეყანაში უკანონოდ დარჩებით, ვინაიდან არ განხორციელდება არც დეპორტი. ეს ნიშნავს, რომ მეორედ დაკავების შემთხვევაში, ძალიან დიდ სირთულეებს დაუკავშირდება რომ სასამართლომ ან უცხოელთა დეპარტამენტმა ხელმეორედ დააკმაყოფილოს თქვენი გასაჩივრება.
ერთადერთი გზა, რომ დროებით თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი დეპორტაცია, არის, რომ გაასაჩივროთ არსებული დეპორტი განსაზღვრულ დროში სასამართლოში, რომ დაცული იყოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. (პროცედურა რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე ☎ 210 3008939 ორშაბათიდან პარასკევამდე 09:00-დან 19:00-მდე ან მოგვწერეთ მესიჯი ? პირადში