რა არის „კლიდარითმო“ ანუ საკვანძო ნომერი?
„კლიდარითმო“ არის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ გქონდეთ წვდომა თქვენს საგადასახადო ინფორმაციაზე (და არა მარტო), ინტერნეტის, კერძოდ, კი taxisnet-ის სისტემის საშუალებით.
„კლიდარითმოს“ საშუალებით შეგიძლიათ გააკეთოთ მრავალი რამ, მაგალითად:
1. წარადგინოთ დეკლარაცია შემოსავლების შესახებ (Ε1,Ε2,Ε3,Ε9,Ε14).
2. ამობეჭდოთ განცხადებები და ფინანსური დეკლარაციები.
3. მყისიერად იპოვოთ სისტემაში თქვენი სახლის კონტრაქტი და ამობეჭდოთ ის.
4. შეგიძლიათ სისტემაში იპოვოთ საგზაო გადასახადი, ინფორმაცია თქვენი ავტომობილის მდგომარეობის შესახებ, საგადასახადო ფორმები, თქვენი გარიგებების დეკლარაციები და ასევე, მიიღოთ ინფორმაცია თქვენი საგადასახადო ვალდებულებების შესახებ.
5. „კლიდარითმოს“ საშუალებით შეიძლება მიიღოთ გადასახადის ან თანხის დაბრუნების შესახებ შეტყობინებები, ასევე, ინფორმირებული იყოთ თქვენი საგადასახადო დეკლარაციების მოგვარების შესახებ და ჩამოტვირთოთ საგადასახადო ინფორმაცია.
6. „კლიდარითმოს“ საშუალებით შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადები სხვადასხვა შემწეობებისა და შეღავათების მისაღებად, სხვადასხვა საჯარო უწყებებში (ΟΑΕΔ, ΕΦΚΑ და ა.შ.)
7. „კლიდარითმოს“ გამოყენებით შეამოწმებთ თქვენს შრომით კონტრაქტს, თქვენს ენსიმებს, შეიტანთ განაცხადს ავადმყოფობიდან გამომდინარე დახმარებასთან დაკავშირებით და ა.შ.
8. შეგიძლიათ რომ დანიშნოთ ვიზიტები სხვადასხვა საჯარო უწყებებში და გასცეთ მინდობილობა და განცხადებები/ცნობები (იპევთინი დილოსი), რომლებსაც აღარ დასჭირდებათ დამატებითი ბეჭედი პოლიციის განყოფილებიდან ან ΚΕΠ-იდან.
თქვენ ზემოთ ზედავთ რამდენიმე საკითხს, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია „კლიდარითმოს“ საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 19:00 საათამდე ტელეფონზე 2103008939 ან გამოგვიგზავნოთ პირადი შეტყობინება Inbox ან ელ.ფოსტით info@nnblaw.gr ან ელ.ფოსტით info@nnblaw.gr